logo_geo
გიორგი გახარია ტატუნაშვილის საქმეზე: ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ...
- +

5 მარტი. 2018. 11:57



„ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები", - ასე გამოეხმაურა „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს. გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა გონივრულ ვადებში მოხერხდება.


„პირველი რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს და მთლიანად ქვეყანას. ეს მართლაც მძიმე ტრაგედია. ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები. ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, სხვადასხვა ფორმატებში. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გონივრულ ვადაში შევძლებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის არა თანამდებობრივად, არამედ პიროვნულად გაუგებარია გარკვეული შეფასებების გაკეთება, რადგან ზოგიერთი ის შეფასება, რაც მე ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე, შეიძლება ხელისშემშლელიც კი იყოს ამ პროცესისთვის. ამიტომ მთელ საზოგადოებას გვმართებს ამ მიზნის ირგვლივ კონსოლიდირება", - განაცხადა გახარიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი