logo_geo
გიორგი გახარია: ეს არის პოლიციელების კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა
- +

5 მარტი. 2018. 12:19




„ხშირად საუბარი იმაზე, რომ „მცემეს", „ჩამიდეს" და ა.შ. ხდება დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე. დამნაშავეებთან ერთად ამ მეთოდს ხშირად მათი დამცველებიც ეფექტურად იყენებენ. ეს არის ფაქტი და ამას ვერსად გავექცევით", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.


„ისიც ფაქტია, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გახდნენ უფრო მგრძნობიარეები მსგავსი ბრალდებების მიმართ. ჩვენ ჰაშთაგით #არაჩადებას ვთქვით, რომ ჩადება არ გვჭირდება. არ გვჭირდება რამდენიმე მიზეზის გამო: ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. დიახ, #არაჩადებას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩადება არ დაგვჭირდეს. შეგიძლიათ, გაესაუბროთ ჩემს მოადგილეებსაც, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს... ჩადება ამ ხალხისთვის არის შეურაცხმყოფელი. მე არაფერს არ გამოვრიცხავ არც წარსულში და არც მომავალში, მაგრამ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ, თუკი ასეთი რამ მოხდება, პასუხი იქნება ადეკვატური და მკაცრი, ვინც არ უნდა გააკეთოს. ეს არის პოლიციელების კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა", - განაცხადა გახარიამ.


გახარიას თქმით, უწყების მხრიდან პოლიციის ოფიცრებს უწყების სრული მხარდაჭერა ექნებათ და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე მაღალჩინოსნის ბრალეულობა, რიგით თანამშრომელზე გადატყდეს.


„ამ უწყებაში მუშაობს ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მათ თუნდაც ეს ჰაშთაგი #არაჩადებას ძალიან გაუხარდათ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენთვის იყო შიდა კომუნიკაციის ძლიერი მესიჯი. ჩვენ უნდა მივიდეთ იქ, სადაც საპოლიციო სისტემა იქნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე ეფექტური და ყველაზე საპასუხისმგებლო სისტემა. ჩვენს თანამშრომლებთან გვაქვს რამდენიმე ფუნდამენტური თხოვნა - იყვნენ კეთილსინდისიერები და აქტუალურები. ამ პირობებში მივყვებით ბოლომდე, სადაც არ უნდა დასჭირდეთ მხარდაჭერა. ის, რომ ვიღაც მაღალჩინოსნის ბრალეულობა გადატყდება რიგით თანამშრომელზე, წარმოუდგენლად მიმაჩნია. გულწრფელად გეუბნებით", - განაცხადა გახარიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი