logo_geo
გიორგი გახარია: სტატისტიკის გამოქვეყნება გვეხმარება პრობლემის დანახვაში და რეფორმების სწორად დაგეგმვაში
- +

5 მარტი. 2018. 13:13



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით ისაუბრა.


„სტატისტიკის გამოქვეყნება ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს გვეხმარება პრობლემის დანახვაში და რეფორმების სწორად დაგეგმვაში. სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში გარკვეულ პუნქტებზე მატებაა, გარკვეულ პუნქტებზე - კლება. ბოლო რამდენიმე წლის მაჩვენებლები რომ შეადაროთ, ნახავთ, რომ 2017 წელს მკვლელობების ნაწილში ქვეყანა პირველად ჩამოსცდა სამნიშნა ნიშნულს და მკვლელობის 100-ზე ნაკლები ფაქტი დაფიქსირდა. ცივი იარაღი, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა - ამ მიმართულებით მატება ნამდვილად გვაქვს და ცხადია, სწორედ აქეთკენ განსაკუთრებით იქნება ჩვენი ყურადღება მიმართული. მათ შორის ეს უკავშირდება სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმას. მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად არ ვდგამთ ნაბიჯებს. ჩვენი მუშაობა ინსტიტუციონალური გაძლიერებისკენ არის მიმართული. ამის შედეგებს საზოგადოება დაინახავს", - განაცხადა გახარიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი