logo_geo
გიგი უგულავა: სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დესტრუქციული ტონი მოდის
- +

6 მარტი. 2018. 10:53



„თუ ჩვენ გვინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი, ფონი უნდა იყოს შესაბამისი, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობიდან" დესტრუქციული ტონი მოდის", - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.


„ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციებისთვის. სამწუხაროა, რომ ვანსა და ხონში ჩვენმა კოლეგებმა კონსულტაციის ნაცვლად გადაწყვიტეს, რომ თან გვლანძღონ და თან ხელი გამოგვიწოდონ. ასეთი ფორმით ურთიერთობა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. მთავარი ამოცანა ოპოზიციაში არის და ეს ეხება სააკაშვილსაც, მეც და ყველა სხვა დანარჩენს, რომ ნერვები დაიოკოს ყველამ და თუ ჩვენ გვინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი, ფონი უნდა იყოს შესაბამისი, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობიდან" დესტრუქციული ტონი მოდის. როდესაც თან ილანძღები და თან ერთიანობაზე საუბრობ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაკლებად ხარ დაინტერესებული ერთობით", - განაცხადა გიგი უგულავამ.


 

big_banner
არქივი