logo_geo
თეა წულუკიანი: საქართველოს მოქალაქედ დავიბადე და ბოლომდე საქართველოს მოქალაქედ დავრჩები!
- +

7 მარტი. 2018. 17:06


 

„საქართველოს მოქალაქედ დავიბადე და ბოლომდე საქართველოს მოქალაქედ დავრჩები", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა და საფრანგეთში ცხოვრების პერიოდზე ისაუბრა.

 

„2000 წელს ევროსაბჭომ საქართველოს მოქალაქე იურისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე ათეული იურისტი მონაწილეობდა. იმხანად საფრანგეთში სახელმწიფო მართვის სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა... მოკლედ, კონკურსში გავიმარჯვე და მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში დავიწყე, ანუ საერთაშორისო საჯარო მოხელე გავხდი. ევროსასამართლოში ათი წელი ვიმუშავე და ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მქონდა კარიერული წინსვლა. ბოლოს, უფროსი იურისტის თანამდებობაზე ვმუშაობდი და იმ განყოფილებას ვმართავდი, რომელიც ქართულ საქმეებს იხილავს.

 

საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 16 წლის ასაკში გამითავისა, განათლება მომცა და საფრანგეთის მიმართ სიცოცხლის ბოლომდე მადლიერების გრძნობა მექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოს მოქალაქე ვარ და ე.წ. ორმაგი მოქალაქეობაც არ ამიღია, თუმცა ამის შანსი ბევრჯერ მქონდა. საქართველოს მოქალაქედ დავიბადე და ბოლომდე საქართველოს მოქალაქედ დავრჩები", - განაცხადა წულუკიანმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი