logo_geo
ირაკლი კობახიძე: დღეს სამწუხაროდ, ლიტერატურული მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება
- +

10 მარტი. 2018. 02:24




„ნაწარმოები „დაბრუნება ტერანუოვაში" მაშინ დავწერე, როცა გერმანიაში სტუდენტი ვიყავი, დღეს კი სამწუხაროდ, ლიტერატურული მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, ეშინია თუ არა, რომ ის ფელეტონებისა და ანეკდოტების ობიექტი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ბევრი საქმის მიუხედავად, რომანის დასაწერად მოიცალა, იმ შემთხვევაში, თუ მისი პოლიტიკური ოპონენტები ლიტერატურასა და პოლიტიკას შორის ზღვარს წაშლიან.


გადაცემის წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისი ავტორობით გამოცემული წიგნი „დაბრუნება ტერანუოვაში" აჩვენა, რომელიც მისი თქმით, წიგნის მაღაზიაში, რომანების განყოფილებაში შეიძინა.


„თქვენივე, ავტორის კლასიფიკაციით, ეს არის ზღაპარი პატარა დიდებისთვის. წიგნის ბოლოსიტყვაობა ასე იწყება - სანამ შეგიძლია, წაშალო ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის, ცხოვრების შავ-თეთრი სინამდვილე ვერ მოგერევა და სრულდება სიტყვებით - შეძლო და დაინახო ზღაპარი რეალურ ცხოვრებაში. წაშალო ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის", - თქვა ირაკლი აბსანძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი