logo_geo
მამუკა არეშიძე: უნდათ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი უბედურ შემთხვევად გაასაღონ!
- +

12 მარტი. 2018. 16:07



„ჩემი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სხვაგან არსად დაზიანება არ ექნება, მხოლოდ საფეთქელთან „დააფიქსირებენ" ჭრილობას...", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიზანია, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი უბედურ შემთხვევად გაასაღონ.

 

„ტატუნაშვილი ტყვიით არ მოუკლავთ, მოკლეს ცემით! ახლა დგამენ სპექტაკლს, თითქოს ეტაპირების დროს არჩილმა მანქანის ბორტს საფეთქელი ჩამოარტყა და ამით მოკვდა. უნდათ, რომ ყველაფერი უბედურ შემთხვევად გაასაღონ. ერთ-ერთი ჩვენი ახლობელი ჩრდილოეთ ოსეთიდან ელაპარაკა ცხინვალის რეჟიმის უშიშროების წარმომადგენელს, რომლის თქმითაც, მოსკოვმა, თურმე, დედის სახსენებელი არ დაუტოვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების წარმომადგენლებს! საოკუპაციო რეჟიმის ამოცანა იყო, რომ ტატუნაშვილისგან მიეღოთ ვიდეოაღიარება და მოეხდინათ ქართული მხარის დისკრედიტაცია, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ რუსეთია დისკრედიტირებული. როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, პუტინმა, თურმე, მომხდარის გამო ძალიან მკაცრი ბრძანებები გასცა... ამის გამო ოსები ძალიან შეშინებულები არიან და არ იციან, როგორ გამოძვრნენ სიტუაციიდან!" - გამაცხადა არეშიძემ. 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი