logo_geo
„საოცარი ამბავი მოხდა...“ - რას ჰყვება ჯემალ ღაღანიძე გურამ საღარაძეზე
- +

12 მარტი. 2018. 17:47



რუსთაველის თეატრის მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მსახიობ გურამ საღარაძესთან დაკავშირებით ისაუბრა.


„მოხუცი ჯამბაზებიდან" რამდენიმე მსახიობი გარდაცვლილია - კარლო საკანდელიძე, მედიკო ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს გვერდით არიან. მე და გურამი ერთ ოთახში ვიკეთებდით გრიმს, ახლაც ველაპარაკები ხოლმე. სპექტაკლის ბოლოს, როდესაც მადლობის სათქმელად გამოვდივართ, ეკრანი ირთვება და იმქვეყნად წასულ ჩვენს საყვარელ მსახიობებს აჩვენებენ. ეს არის საოცრება.

 

ამათგან ბოლო გურამ საღარაძე წავიდა. მთელი დღე ერთად ვიყავით, ერთად წავედით სამედიცინო დაზღვევის საბუთის ასაღებად, რეჟისორ რეზო მირცხულავას გასვენებაშიც. სახლში მოსვლიდან ერთ საათში დავურეკე, სამედიცინო ფურცელი არ დაკარგო-მეთქი. მომვლელმა ქალმა მიპასუხა, სძინავსო. თურმე, სამუდამოდ დაიძინა. ახლა საგრიმიოროში მისი სურათებია განთავსებული. საოცარი ამბავი მოხდა - ზუსტად იმ დროს, როდესაც გურამი სახლიდან თეატრში გადმოვასვენეთ, ჩვენს საგრიმიოროში საათი გაჩერდა. მას შემდეგ ეს საათი არ ამიმუშავებია", - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი