მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ, 28 მარტს, მოსკოვში დაგეგმილ ნანი ბრეგვაძის კონცერტზე საუბრისას ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ ბრეგვაძე ოკუპანტებს კი არა ხალხს უმღერის.
„ნანი ბრეგვაძე ოკუპანტებს კი არ უმღერის, მთავრობას კი არ უმღერის და პოლიტიკოსებს კი არ უმღერის, ნანი ბრეგვაძე უმღერის ხალხს. მილიონზე მეტი ქართველია მოსკოვში და ნანი ბრეგვაძე სხვა მომენტია. არ არის გასაიგივებელი ყველასთან. ხელოვნება არის ხალხისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის", - განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ.
მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, შესაძლოა მოსკოვში, Crocus City Hall-ში 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის აქამდე არ გადმოუსვენებიათ, გააუქმოს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ განუცხადა, რომელიც ასევე დაგეგმილი კონცერტის მონაწილეა.
„არ ვიცით. ვერ გეტყვით, შესაძლოა გადაიდოს. რა ვქნათ, ჩვენთვითონაც არ ვიცით", - განაცხადა მამალაძემ.