logo_geo
გრიგოლ გეგელია: ჯანდაბამდე გზა ჰქონია მიშას, ქვეყანას მას ნუ გადააყოლებთ!
- +

13 მარტი. 2018. 01:01


 

„აფხაზეთთან და ე.წ. სამხეთ ოსეთის წარმომადგენლებთან საერთაშორისო ფორმატის გარეშე მოლაპარაკება ხაფანგია, რომლითაც მათ კონფლიქტის მხარედ ვაღიარებთ", - ამის შესახებ „TVპირველის"  ეთერში ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, სადაც დისკუსია რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაზე იმართებოდა.


მისმა ამ განცხადებამ ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ადა მარშანიას გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულ სამ პირსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნინო კალანდაძეს შორის ცხარე კამათი გაიმართა. მარშანიამ და გულაშვილმა გეგელიასა და კალანდაძეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობა გაახსენა.


„საერთოდ რა ნამუსით მოდიხართ ამ სტუდიებში და საუბრობთ?! რა გაუკეთა მიშამ ამ ქვეყანას", - თქვა მარშანიამ, რაზეც გეგელიამ ასე უპასუხა:

 

„ჯანდაბამდე გზა ჰქონია მიშას, ნუ გადააყოლებთ ქვეყანას მიშას. მიშა არ მაინტერესებს, საქართველოს მომავალი მაინტერესებს. თქვენ არასწორი ხედვა გაქვთ, ან სხვა რაღაც და არ მინდა დავასახელო. მინიმუმ ცდებით და იმედია ცდებით", - განაცხადა გეგელიამ.


ამაზე, მალხაზ გულაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:


„თქვენ თუ არ ეთანხმებით ქალბატონი ადას განცხადებას, მინიმუმ უნდა დააყოლოთ თქვენს აზრს, რომ „ეს ჩემი აზრით ასეა" და არა იმპერატიული ტონით", - განაცხადა გულაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი