logo_geo
გიორგი არსოშვილი: 100-ქულიანი სისტემის შემოღებით მძღოლები უფრო მობილიზებული გახდნენ
- +

13 მარტი. 2018. 10:20


 

„ფოტო-ვიდეო ჯარიმის გასაჩივრების მექანიზმი ძალიან მარტივია", - ამის შესახებ შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიმართოს და გაასაჩივროს კონკრეტული ფაქტი, რომელსაც სადაოდ თვლის. რა თქმა უნდა, ეს არანაირ მოსაკრებელთან არ არის დაკავშირებული. კონკრეტულ საჩივარს უფლებამოსილი პირი განიხილავს და გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ საჩივარზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღება.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 100-ქულიანი სისტემის შემოღებით მძღოლები უფრო მობილიზებული გახდნენ. ადრე იყო შემთხვევები, როცა ცალკეულ მძღოლებს შეეძლოთ, დაერღვიათ და ენ რაოდენობის ჯარიმა გადაეხადათ, ახლა კი, მძღოლების ეს კატეგორიაც მობილიზებულია, რომ არ დაარღვიონ, რადგან ამით მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები აკლდებათ.

 

ჩვენ ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას. კონსულტაციები მიმდინარეობს ექსპერტებთან და მას შემდეგ, რაც საუკეთესო პრაქტიკას შევისწავლით, შევჯერდებით და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას წარმოვადგენთ. მინდა, მადლობა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში ძალიან აქტიურად არიან ჩართული", - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.


 

big_banner
არქივი