logo_geo
დეკანოზი დავით ისაკაძე: ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და ძალიან მკაცრად უნდა მოეკითხოთ პასუხი!
- +

14 მარტი. 2018. 11:39



დეკანოზმა დავით ისაკაძემ „TV პირველის" გადაცემაში „რეაქცია" ნარკოტიკების მოხმარებასა და რეალიზაციაზე ისაუბრა.

 

„ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკზე, კავშირშია ბოროტ ძალებთან, ანუ ეს ადამიანი სულიერად იღუპება. ადამიანი, რომელიც ახდენს ნარკოტიკის რეალიზაციას, ხელს უწყობს სხვის დაღუპვას. ამდენად, ნარკოდამოკიდებული ადამიანი არის მსხვერპლი და მას სჭირდება დახმარება. თითქმის ყველა ქუჩის ბოლოში მოიხმარენ ნარკოტიკს იქნება ეს მარიხუანა თუ სხვა. აქედან გამომდინარე, ცოტა ხანში ჯანსაღი საზოგადოება აღარ გვეყოლება! ვხედავთ, თუ როგორ ეფლობა ნარკოტიკების ჭაობში ჩვენი უნიჭიერესი თაობა. საქართველო არ უნდა იქცეს ნარკობეღელად ან ნარკოგადაზიდვების არტერიად. ყველამ, როგორც სასულიერო, ასევე საერო ადამიანებმა ამ საკითხთან მიმართებაში უნდა დავიკავოთ უმკაცრესი პოზიცია და გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი.

 

ნარკომოხმარებაზე ვინც არიან ციხეში ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ, ხოლო ისინი, ვინც ახდენენ ნარკორეალიზაციას უნდა დაისაჯონ, არამარტო ისინი, არამედ ვინც ლობირებს ამ პროცესს, ლიბერალურ-აგრესიულ ნარკოპოლიტიკას, ეს იქნება თეთრი ხმაური თუ გირჩი, ეს ადამიანები უპირველეს ყოვლისა, არიან დამნაშავეები და ძალიან მკაცრად უნდა მოეკითხოთ პასუხი.

 

რაში მდგომარეობას მათი ინტერესი - ისინი ამ კანონპროექტს იმიტომ ხომ არ ლობირებენ, რომ დაინტერესებულები არიან, მოხდეს ნარკოტიკის რეალიზაცია და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოექცეს ნარკოტიკის ტყვეობაში, ამ ორგანიზაციების ასეთი აქტივობებით  ამის ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, თუნდაც იმ გაკოტრებული პოლიტიკოსები, როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო", რომლებმაც კატასტროფამდე მიიყვანეს ქვეყანა თუნდაც ამ თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, იმ მოსამართლეებს მინდა პირდაპირ ვუთხრა, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, როდესაც მარიხუანას განტვირთვის საშუალება დაარქვეს. ყველა ქვეყანაში, ჩეხეთისა და პორტუგალიის გარდა აკრძალულია მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, საერთოდაც დასჯადია ნებისმიერი რაოდენობის ფლობა დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, გერმანიაში - ყველა ევროპულ ქვეყანაში. არსებობს ამერიკული ორგანიზაციების დასკვნები, თუ რა ზიანი მოაქვს მარიხუანას და ჩვენი მოსამართლეები მას განტვირთვის საშუალებას უწოდებენ", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.


 

big_banner
არქივი