„ავიღე ტაიმაუტი პოლიტიკაში, მაგრამ მე არ ამიღია ტაიმაუტი საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობაში", - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ის საზოგადოებასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებში ჩართული იქნება.
„ვაპირებ რომ მომავალშიც გავაგრძელო მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირება", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.