logo_geo
„გიგა ბოკერია იქვე იდგა...“- დიდი „რაზბორკები“ „ნაციონალებში“
- +

24 დეკემბერი. 2016. 03:28



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და პარტიაში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. ყოველ შემთხვევაში, ცალკეული ლიდერები ღიად ამბობენ, რომ საკუთარი თანაგუნდელები ემუქრებიან. მუქარის მსხვერპლი, როგორც თვითონ ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციის - სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი და ყოფილი მმართველი გუნდის გულშემატკივარი ზვიად კუპრავაც გახდა ანუ მედიაში გაკეთებული განცხადებების გამო, გიგა ბოკერიამ ,,საქმე გაურჩია". გაზეთი "ვერსია" ზვიად კუპრავას ესაუბრა:


„ამ გუნდამა ხმები ვერ დაიცვა და მეტიც, მათი განცხადებით, არჩევნები არ გაყალბებულა და სამართლიანად ჩატარდაო. სწორედ ამის გამო მოხდა ენმ-ს პოლიტსაბჭოზე ჩემსა და ბოკერიას გუნდს შორის დაპირისპირება. ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით „გარჩევა" არაერთმა დეპუტატმა დამიწყო და პასუხს ქუჩური ელემენტებით მთხოვდა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან პოლიტსაბჭოსა და პარტიაში, „რაზბორკების" ადგილი არაა. ამ ინციდენტის დროს გიგა ბოკერია იქვე იდგა და მათთვის ხელი არ შეუშლია. თავი წარმოვიდგინე კომპარტიაში, სადაც ჩემი „დაკაჩავება" განსხვავებული აზრის გამო ხდებოდა!", - განაცხადა კუპრავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი