logo_geo
რა საიდუმლოს ფლობდა ვალერი გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილისგან, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე?
- +

24 დეკემბერი. 2016. 12:43


 

„სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავში საფერფლის ჩარტყმით რომ მოკლა, ეს ვერსია საზოგადოებაში დიდი ხანია, მუსირებს და მას თავისი კონკრეტული წყაროც ჰყავს", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს. მათი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ვალერი გელბახიანმა ბადრი პატარკაციშვილისგან იცოდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა შავნაბადას რეზიდენციაში, თავში საფერფლის ჩარტყმით მოკლა.

 

„კერძოდ, ცნობილმა იურისტმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წლის წინათ პირველად სწორედ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა - ცხონებული პატარკაციშვილისგან ვიცი, რომ სააკაშვილმა, შავნაბადას რეზიდენციაში, ჟვანიას თავში საფერფლე ჩაარტყა და პრემიერ-მინისტრმა სული ადგილზევე განუტევაო.

 

გელბახიანმა პატარკაციშვილის მონაყოლიდან დეტალებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში ზურაბ ჟვანიას „სხადნიაკი" მოუწყვეს და გემების გაყიდვიდან მიღებულ თანხასთან დაკავშირებით საქმე გაურჩიეს - 80 მილიონი დოლარი სად გააქრე, ჩვენამდე რატომ არ მოიტანეო?!

 

შავნაბადას რეზიდენციაში საქმის გარჩევას, სააკაშვილისა და ჟვანიას გარდა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდნენ. ერთ მომენტში, წყობიდან გამოსულმა სააკაშვილმა ჟვანიას მწარედ შეაგინა, ხოლო როცა მისგანაც პასუხად გინება მიიღო, პრემიერს თავში მძიმე საფერფლე ჩაარტყა.

 

მოკლედ, ბადრი პატარკაციშვილის მიერ ვალერი გელბახიანისთვის გამხელილი საიდუმლოს თანახმად, ზურაბ ჟვანია შავნაბადას რეზიდენციაში სააკაშვილმა მოკლა და ამის შემდეგ გაითამაშეს ის უნიჭო სპექტაკლი, თითქოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის გუბერნატორის თანაშემწესთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გაზით გაიგუდა.

 

ვინ იცის, იქნებ ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც ოფიციალური ვერსიით, გულმა უმტყუნა, სწორედ ამიტომ აღარ არის ცოცხალი, რომ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ საშინელ საიდუმლოს ფლობდა?!", - წერს „ასავალ-დასავალი".

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი