logo_geo
„ბოკერიასთვის ადამიანის უფლებების დაცვა იყო არა მიზანი, არამედ საშუალება ძალაუფლების მოსაპოვებლად“
- +

24 დეკემბერი. 2016. 17:11



უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „თავისუფლების ინტიტუტთან" თანამშრომლობის პერიოდსა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გაემიჯნა მათ.


„იმ პერიოდში გიგა ბოკერია და „თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები სამოქალაქო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და სჭირდებოდათ, რომ საზოგადოებაზე გარკვეული გავლენის მქონე ავტორიტეტიან ადამიანებს დაახლოებოდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ „თავისუფლების ინსტიტუტთან" ჩვენი ყოფნა საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნებოდა, რადგან მათ ულტრალიბერალიზმს, გარკვეულწილად, ვაბალანსებდით და ბევრ რამეში ვამუხრუჭებდით კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ დისიდენტური ღირებულებები ძალაუფლებების ხელში ასაღებად გამოიყენეს. ჩვენი გაყრაც სწორედ მაშინ მოხდა, როცა დავინახე, რომ ბოკერიასა და მისი მეგობრებისათვის ადამიანის უფლებების დაცვა იყო არა მიზანი, არამედ საშუალება ძალაუფლების მოსაპოვებლად", - ამბობს ნანა კაკაბაძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი