logo_geo
ზურაბ აბაშიძე: აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი არასდროს შეწყვეტილა!
- +

20 მარტი. 2018. 02:06



საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი ზურაბ აბაშიძემ „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ოსეთთან დიალოგი არასოდეს შეუწყვეტია.


„ეს დიალოგი არასდროს შეწყვეტილა. რაღაც ფორმით სულ მიმდინარეობს. არის შეხვედრები აფხაზეთისა და ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. არის ჯანდაცვის პროგრამები, რომლითაც აფხაზები და ოსები სარგებლობენ. ახლა საუბარია ამის გაფართოებაზე. ამისათვის მთელი პაკეტი შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ.

 

ახლა საუბარია სწორედ იმაზე და იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მომზადდა. ეს ინიციატივები გულისხმობს უფრო ფართო ჩართულობას. რეალისტები უნდა ვიყოთ და რუსეთი თუნდაც ხელს თუ არ შეუშლის ამ პროცესს მაშინ შეიძლება შედეგი. ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ასეთ დაინტერესებას ვერ ვხედავთ და ამიტომაც არის ეს ვითარება. რა თქმა უნდა რუსეთი ეცდება ამის ჩაშლას. რუსეთის პოზიციის გარეშე შეუძლებელია ამან შედეგი გამოიღოს. ჩვენ გვსმენია რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ თქვენ ერთმანეთში მოილაპარაკეთო. მათ გაუკეთებიათ ასეთი განცხადებები. რამდენად რეალური განწყობაა, რუსეთს შეუძლია ეს გამოავლინოს. მოლოდინი, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, ასეთი გულუბრყვილო მოლოდინები არ გვაქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

big_banner
არქივი