logo_geo
„მიშარასტებსა“ და „გიგარასტებს“ შორის წესების გარეშე ბრძოლა მიმდინარეობს“
- +

24 დეკემბერი. 2016. 19:01



„სააკაშვილსა და ბოკერიას შორის დაწყებულმა შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ უკვე ისეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათი მიიღო, რომ ბოკერიას დაჯგუფება სააკაშვილის დაჯგუფების წევრებს - კობა ხაბაზს, გოგა ონიანსა და სხვებს პარტიიდანაც კი აძევებს", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს.


მათივე თქმით, გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება „ველოდები, სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობასა და რუსეთთან ომის დაწყებას ჩემს ქმარს როდის დააბრალებსო", შესაძლოა სააკაშვილის მხილებასაც ნიშნავდეს.

 

„მოკლედ, „მიშარასტებსა" და „გიგარასტებს" შორის წესების გარეშე ბრძოლა მიმდინარეობს და ამ ბრძოლაში ყველაფერი „მოსულა", ერთმანეთის მხილებისა და „ჩაშვების" ჩათვლით.

 

ამიტომაც, ბოკერიას ცოლის განცხადება - ველოდები, სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობასა და რუსეთთან ომის დაწყებას ჩემ ქმარს როდის დააბრალებსო - შესაძლოა, ირონიული ქილიკი კი არა, პირდაპირი ბრალდებაა და ჩერგოლეიშვილის პოსტი ასე უნდა გაიშიფროს - სააკაშვილი მალე ბოკერიას დააბრალებს იმას, რაც თვითონ ჩაიდინა!" - წერს „ასავალ-დასავალი".

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი