logo_geo
დავით ბაქრაძე: სააკაშვილი ზღვარს გადავიდა
- +

25 დეკემბერი. 2016. 00:00



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2"-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

 

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ზუგდიდში, სადაც მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები. ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების, როდესაც პარტიის ლიდერი თანაგუნდელებს უწოდებს მოღალატეებს, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება უკვე უფსკრული, რომლის შევსებაც არის ძალიან რთული. ვცდილობდი, რომ მეთამაშა გამაწონასწორებლის როლი. ემოციური დებატის მიუხედავად, ვერ ნახავთ ვერცერთ პოსტს, სადაც ვისაუბრებ და შეურაცხყოფას მივაყენებ.

 

ვნახულობ ჩვენივე მხარდაჭერების რადიკალურ განცხადებებს, რომ ყრილობაზე მოსულ პარტიის ლიდერებს კვერცხები დაუშინონ, სტვენა აუტეხონ, სირცხვილის დერეფანში გაატარონ, ტანსაცმელი შემოაწიწკნონ, თუ ამ ფორმით წავიდა „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, ეს იქნება კატასტროფა და ეს იქნება წერტილი „ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ. 


 

big_banner
არქივი