logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: „ნაციონალები“ ოპონენტები არ არიან, დამნაშავეები არიან!
- +

23 მარტი. 2018. 00:17



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა სიმართლე უნდა ილაპარაკონ.

 

„ჩვენ რომ ხავსი არ მოგვედოს უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. იმიტომ, რომ პოლიტიკოსების ლაპარაკი ხალხს აღარ ესმის. უკვე მეც მიჭირს გაგება. დაშტამპული, დაბანტული ტუჩებით ლაპარაკობენ ერთი და იგივეს. ქვეყნის მოსახლეობას, ვინც აგირჩია გასაგები ენით უნდა ელაპარაკო. თუ ხვდება რომ არ ატყუებ ის გაგიგებს და გვერდზე დაგიდგება. როდესაც გაუგებარ ენაზე ელაპარაკები და მით უმეტეს ატყუებ ის არ გპატიობს.

 

ესენი, ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო, იმასაც იძახდნენ დიდი ამბავი თუ 150 სოფელი დავკარგეთ, ხო ჩავშალეთ ჩინეთში ისინიო. ეს ავადმყოფები მეუბნებიან რომ შენი ოპონენტი ვარ და მას წავლიან როგორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. არ არიან ისინი ოპონენტები, დამნაშავეები არიან! დრო მოვა და ეს საკითხი მწვავედ დადგება", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.




 

big_banner
არქივი