logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: არ მინდა ჩემს გუნდელებს და მე ხავსი მოგვედოს!
- +

23 მარტი. 2018. 00:57



„კერძო პირთან საქმე არ მაქვს. მე ვლაპარაკობ საზოგადო ჭირზე!", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.

 

„გუნდში არ არის ის განწყობა, რომ ვიღაცას ეკრძალებოდეს გარკვეულ თემებზე მკაცრად საუბარი. არ მინდა ხავსი მომედოს და არც ჩემს გუნდელებს მოედოთ ხავსი. მინდა კრიტიკულად ველაპარაკო. ეს არის დადასტურება, თავისუფლების ხარისხი ჩვენთან რაც არის. „ნაციონალებს" ვერცერთს ათქმევინებდი რა ნაკლი ჰქონდა სააკაშვილს. შიშით იყვნენ. ნაწყენი არ ვარ გუნდზე, ვბრაზდები, რომ ვისმენ „ნაციონალების" ასეთ რიტორიკას. მათი სახის შენარჩუნებაზე ამდენი დრო არ უნდა წასულიყო! ისინი უნდა გასამართლებულიყვნენ და მიეღოთ ის რაც ეკუთვნოდათ!" - განაცხადა პაპუაშვილმა


 

big_banner
არქივი