logo_geo
„სააკაშვილი ძველი ფეხსაცმელივით გაცვდა“
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:58


გაზეთი „ალია" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სააკაშვილს სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრებენ". სტატიის დასაწყისში, ავტორი სვამს შემდეგ კითხვას: „ჩაიარა თუ ჩაიქროლა მიშას მატარებელმა?" იქვე კი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაიყო.


„პირველები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, მისმა მატარებელმა ჩაიარა. ექსპერტების მეორე ნაწილი საწინააღმდეგო აზრს ავითარებს: მიშას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ უკრაინაში აქტიური და პრინციპული პოლიტიკოსის იმიჯი შეინარჩუნოს".

 

„მე თუ მკითხავთ, სააკაშვილი ისე გაცვდა ძველი ფეხსაცმელივით, რომ მატარებელი კი არა, პოლიტიკაში ერთი ჟანგიანი ვაგონიც აღარ შემორჩა. აქ საინტერესო სხვა დეტალია: ვინ და როდის გაასამართლებს გაქცეულ, ძებნაში მყოფ ექს-პრეზიდენტს - საქართველო თუ უკრაინა? ვინ იქნება პირველი?" - კითხულობს სტატიის ავტორი.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ახლა სააკაშვილს უმძიმესი პერიოდი უდგას, ამერიკელი მეგობრები თვალსა და ხელს შუა შემოეფანტნენ და მხოლოდ ძია მაკ-კეინის იმედად არის დარჩენილი.


„ადამიანის უფლებების დარღვევის, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, თავდასხმის ორგანიზებისა და კიდევ სხვა მუხლებით ბრალდებულ სააკაშვილს უმძიმესი პერიოდი უდგას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუსვენარი და ავანტიურისტი გუბერნატორი იქ გაუშვა, სადაც რუსები, ცნობილი გამოთქმის მიხედვით, ვიღაცებს აგზავნიან ხოლმე.

 

ამერიკელი მეგობრები თვალსა და ხელს შუა შემოეფანტნენ და მხოლოდ ძია მაკ-კეინის იმედად არის დარჩენილი. აქეთ „ნაციონალებმა" კულტურულად „დაიკიდეს" და ახლა მიშას პოლიტიკურ სამარესთან, გიგა ბოკერიას უშველებელი ნიჩაბი აქვს მომარჯვებული და ერთი სული აქვს, მიწას როდის მიაყრის", - აღნიშნულია სტატიაში. 



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი