logo_geo
„ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა“ - რას ჰყვება რუსი ჯარისკაცი
- +

25 მარტი. 2018. 17:04




რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუდან:

 

„რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? - ყვიროდა მეთაური. - უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა.

 

როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე. ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა - ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო... სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში".

Image may contain: 16 people, people smiling, text


 

big_banner
არქივი