logo_geo
გიორგი გასვიანი ლევან ხაბეიშვილს: კახა კალაძემ ისეთი პენალტი დაგირტყა, პირდაპირ გოლი გაიტანა
- +

30 მარტი. 2018. 19:46



„ბატონმა კახი კალაძემ იმდენად ორიგინალური პასუხი გაგცა, რომ ასი ათასობით ნახვები აქვს ვიდეოს და საზოგადოება შოკშია, ისე მოეწონათ. ძალიან მაგარი პაუხი იყო, მოხსნა რეიტინგები", - ასე მიმართა ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს გადაცემაში „ფაბრიკა". საუბარი შეეხებოდა, ხაბეიშვილის ბრალდებას დედაქალაქის მერის მისამართით, რომლის თანახმადაც, კალაძე თბილისის ბიუჯეტით მილანში თმის შესაჭრელად ჩავიდა. აღნიშნული ბრალდება არასერიოზულად აღიქვა თბილისის მერმა და მისი პასუხი ხაბეიშვილისადმი საზოგადოებაში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. აღნიშნული თემა ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა ლევან ხაბეიშვილს შეახსენა.


„ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა ვთქვათ, მართლა ორიგინალური პასუხი იყო. რეალურად კალაძემ პენალტი დაგირტყა, როგორც ფეხბურთელმა, ისეთი პენალტი, რომ პირდაპირ გაიტანა გოლი. კალაძე იტყუებაო, - ამბობს ხაბეიშვილი, ხოლო კალაძემ - ხაბეიშვილს 1:0 მოუგო", - მიმართა გასვიანმა ხაბეიშვილს.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი