logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: შსს-ს სტატისტიკური მონაცემების გაყალბების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია!
- +

26 დეკემბერი. 2016. 12:43



 

„მე არაერთხელ აღვნიშნე, მათ შორის, პარლამენტში გამოსვლისას, რომ შსს-ს სტატისტიკური მონაცემების გაყალბების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მიმაჩნია, რომ სტატისტიკის დათვლის არსებული მეთოდი დახვეწას საჭიროებს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აქვე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს.

 

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტზე, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემას ჩაანაცვლებს, ამასთანავე, დანაშაულის აღრიცხვისა და დამუშავების სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. სტატისტიკის დარეგისტრირება მოხდება უახლოესი მოდელით, რაც სტატისტიკის გაყალბების შესაძლებლობას თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხავს.

 

ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან პოლიციელებს დავურიგოთ პლანშეტური კომპიუტერები, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის რეგისტრაცია შემთხვევის ადგილიდან ელექტრონულად მოხდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში დგას, ასევე, ინტერაქტიული სტატისტიკისა და დანაშაულის კრიმინოგენული რუკის მომზადევა, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან ამოქმედდება. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ ვებპორტალი (static.pol.ge), რომელმაც გააერთიანა, არსებული ინფორმაციის ფარგლებში, კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიული მოდელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება. სისხლის სამართლის ერთიან ელექტონულ სისტემაში საგამოძიებო დანაყოფების მიერ, GPS მოწყობილობების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის კოორდინატების დატანის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება უმოკლეს ვადაში კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიულ რუკაზე კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ადგილების ასახვა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში მიიღონ სტატისტიკური ინფორმაცია დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის ხასიათის შესახებ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი