logo_geo
რა სიურპრიზს უმზადებს ახალი წელი გივი ბერიკაშვილს
- +

26 დეკემბერი. 2016. 13:13



ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ხვდებიან: იტალიელები სახლიდან ძველ და უვარგის ნივთებს „აძევებენ", ეკვადორელები კოცონზე მამაკაცის ფიტულს წვავენ...


როგორ ხვდებიან ქართველები ახალ წელს და რა სიურპრიზებს უმზადებენ საყვარელ ადამიანებს. ამის შესახებ მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.


„2017 წელი თვითონ მიმზადებს უმშვენიერეს სიურპრიზს - იანვრის ბოლოს მეორე შვილიშვილს ველოდები. რადგან შვილები ცალკე ცხოვრობენ, მე და ჩემი მეუღლე მათთან მივდივართ სტუმრად და ახალ წელს ერთად ვხვდებით.

 

ზოგჯერ ოჯახის წევრებს ნაძვის ხის მორთვაში ვეხმარები, ეს პროცესი ძალიან მომწონს. ახალი წლის ღამეს კი ტრადიციას  არ ვღალატობთ და ბავშვებს საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვუწყობთ.

 

ჩვენს ხახლს, ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მშვიდობასა და სიყვარულს ვუსურვებ. გარდა სიყვარულისა, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია", - ამბობს გივი ბერიკაშვილი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი