logo_geo
მამუკა არეშიძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორიენტირები გვაქვს არეული
- +

2 აპრილი. 2018. 18:33



ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თემით საზოგადოების ნაწილის მიერ სპეკულაციური და ზედაპირული განცხადებები კეთდება, რაც მისი თქმით, საკმაოდ სახიფათო სიგნალია. ამის შესახებ არეშიძე „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


„ოჯახის მხრიდან ამ საკითხებზე საუბარი გასაგებია, მაგრამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები, იმდენად ზედაპირულ და გაუაზრებელ შეფასებებს აკეთებენ ხოლმე, რომ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟთან.

 

ვიცი, რომ იგეგმება აქციები, რომ პროკურატურამ დააჩქაროს ამ საქმის გამოძიება და ნათელი მოჰფინოს, რა ვითარებაში დაიღუპა ეს ადამიანი. ოჯახის ეს მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილის ისტერიკა, სპეკულაციები და ოჯახის წაქეზება,  საბოლოო საკმაოდ სახიფათო სიგნალი შეიძლება იყოს.


სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიები ხდება და არა მხოლოდ საქართველოში. ნორმალურ ქვეყნებში, საზოგადოება ელოდება გამოძიების შედეგებს და აქედან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს. მე არ მესმის შეფასებების ზედაპირულობა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში უხვად ვისმენთ.  სამწუხაროდ, ამ საწყალი ბიჭის გარშემო საეჭვო გარემოება ნამდვილად არსებობდა. პირველი ის, რომ იგი ნამდვილად მეგობრობდა საერთაშორისო ტერორიზმში მხილებულ პირებთან, რასაც გავრცელებული კადრებიც მოწმობს, თუ როგორ გადაადგილდება ის ამ ხალხთან ერთად და მეორეც, მის facebook-გვერდზე გამოქვეყნებული იყო საკმაოდ არასასიამოვნო ვიდეოებო, რომელიც მართალია მე როგორც ვიცი, შემდეგ ოჯახის ახლობლებმა წაშალეს, მაგრამ ეს ვიდეოები ნათლად მიუთითებდა მის იდეოლოგიურ სიმპათიებზე", - განუცხადა მამუკა არეშიძემ „პრაიმტაიმს".


მისივე თქმით, „საზოგადოების ერთ ნაწილს, თითქოს დაავიწყდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაანეიტრალეს საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები, რასაც ქართველი სპეცრაზმელის სიცოცხლეც შეეწირა.  


„რატომღაც დღეს ეს ადამიანი, სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი თითქოს აღარც კი გვახსოვს, არადა მან ქვეყნის უსაფრთხოებას შესწირა თავი. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში სპეცრაზმელის სიცოცხლე გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე სავარაუდო ეჭვმიტანილის. აქედან გამომდინარე, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორიენტირები გვაქვს არეული", - ამბობს არეშიძე.

 

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი