logo_geo
ნინო ბურჯანაძე: იმ ადამიანებმა მიატოვეს 2008 წელს, ვინც აქეზებდა, ომი დაიწყეო!
- +

2 აპრილი. 2018. 22:58


 

„დღეს რომ გულზე მჯიღს იცემენ, ვინ სად გარბოდა 2008 წელს, მე მკითხონ და ჩემს მეუღლეს, რომელიც იმ დროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. როდესაც ომი დაიწყო და ვითარება უკიდურესად გამწვავდა, არც ერთი არ იყო მასთან და სააკაშვილი მარტო იჯდა კაბინეტში. იმ ადამიანებმა მიატოვეს იმ მომენტში, ვინც აქეზებდა, ომი დაიწყეო", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში განაცხადა.

 

„ასე რომ, მე ძალიან კარგად ვიცი იმ ადამიანების ფასიც, ვინც პროსურულობას მაბრალებს და თვითონ, ვითომ პროდასავლურობის ნიღბით ყველაზე დიდი პატრიოტია. მე ძალიან კარგად ვიცი, სად იყო ეს ხალხი და მაქვს ამის მორალური უფლება ამაზე ლაპარაკის",  - განაცხადა ბურჯანაძემ. 


 

big_banner
არქივი