logo_geo
მერაბ კოკოჩაშვილი: წელს ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდა
- +

26 დეკემბერი. 2016. 18:37



„წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოში: ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდა", - ამის შესახებ კინორეჟისორი და პედაგოგი, მერაბ კოკოჩაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.


„ჩემი ქალიშვილი ბელგიის მოქალაქეა, მაგრამ წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე მისი საარჩევნო ბიულეტენი მაინც მოდიოდა. რამდენი განცხადება დავწერე, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ წლევანდელ არჩევნებზე „აღიარეს", რომ ის საქართველოში, ამ სახლში არ ცხოვრობს და ბიულეტენი აღარ მოგვსვლია. ამიტომ, მწამს, რომ ეს იყო მართალი, ძალიან დემოკრატიული და მნიშვნელოვანი არჩევნები", - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი