logo_geo
ზურა ყიფშიძე: ძალიან მინდა, მომავალ წელს მაინც მოვახერხო...
- +

26 დეკემბერი. 2016. 19:23


 

მსახიობი ზურა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან" 2017 წლის მოლოდინებზე საუბრობს. მან თეთრი წყაროს რაიონში სახლი შეიძინა და მომავალი წლის სურვილიც ამ სახლს უკავშირდება. მსახიობს იმედი აქვს, რომ 2017 წელს მაინც მოახერხებს ახალ სახლში მყუდრო გარემოს მოწყობას და იქ მეუღლესთან ერთად ცხოვრებას.


ახლა ერთი ბინა გვაქვს, რომელშიც ოთხმოცი კაცი ვცხოვრობთ. მე კი, საერთო საცხოვრებელი არ მიყვარს. რამდენიმე წლის წინ, მეგობრების დახმარებით, თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ამლევში სახლი ვიყიდე და ძალიან მინდა, წელს მაინც მოვახერხო მყუდრო გარემოს მოწყობა, მეუღლესთან ერთად გადავიდე და იქიდან ვირბინო ხოლმე აქ.

 

იმედი მაქვს, 2017 წელსაც გაგრძელდება ის, რაც წინა წელს კარგი იყო. რაც მთავარია, ოჯახში მეუღლე თავის სიმაღლეზე დგას და შვილებიც კარგები არიან. გოგონა განსაკუთრებით აქტიური და მიზანდასახულია. მართალია, თუ გაბრაზდა, შეიძლება საერთოდ დაავიწყდე, მაგრამ საჭიროების დროს საოცარი თანადგომა იცის. ბიჭი ცოტა „ბეშაბაშნია", მე მგავს", - აღნიშნა მსახიობმა.

 

მსახიობი შვილიშვილებით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ 2017 წელი ყველასთვის უკეთესი მომავლის მომტანი იქნება.


„რაც მთავარია, შვილიშვილებით კმაყოფილი ვარ. გიორგის უფროსი გოგონა ენებს სწავლობს, ბევრი რამ იცის და უკვე მიზნები აქვს დასახული. ლენუკას ბიჭი კალათბურთს თამაშობს. გიორგის ბიჭი პატარაა, ჯერ ოთხი წლისაა და გენიოსია. ისე ხატავს, საბავშვო ბაღში მისი პერსონალური გამოფენის მოწყობა უნდათ. პლანშეტიდან ენები ისწავლა და ამ პატარა ბიჭს ისეთი იუმორი აქვს, მასთან ერთად ვერ მოიწყენ. იმედი მაქვს, 2017 წელი ყველასთვის უკეთესი მომავლის მომტანი იქნება", - აღნიშნა ინტერვიუში ზურა ყიფშიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი