logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: როდესაც ადამიანი ამბობს, რომ გუნდი უნდა დავტოვოო ეს საგანგაშოა!
- +

4 აპრილი. 2018. 23:19

 

„ამ ეტაპზე არ ვადასტურებ, რომ პარტიას ვტოვებ, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ განუცხადა.

 

„როდესაც ადამიანი ამბობს, რომ გუნდი უნდა დავტოვოო ეს საგანგაშოა. მიზეზი რა არის?

საპირწონედ  დავაყენებთ ნინია კაკაბაძეს და გედი ფოფხაძეს? სირცხვილის აპოგეაა ამაში. ამ ეტაპზე, ამ წუთში, მე თქვენ ამას არ გიდასტურებთ. თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, ამაში გამორიცხული არაფერი არ იქნება.  ეს თქვენც გეცოდინებათ”,- აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი