logo_geo
ბექა ნაცვლიშვილი: ამ ეტაპზე უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ!
- +

5 აპრილი. 2018. 00:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა  ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქარული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს. ნაცვლიშვილმა ასევე დასძინა, რომ ის ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

 

„არც მე ვუჭერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს. ამ ეტაპზე პარტიის დატოვება არ მიფიქრია, მაგრამ პროცესები მიდის. თუ ჩემი ისეთი პოზიცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც ჩემთვის არის ძალიან პრინციპული. მაშინ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღო. თუ არის პოლიტიკური შეუთავსებლობა, ეს შეიძლება გარდაუვალი გახდეს. ამ ეტაპზე, ეს არ არის, ის საკითხი, რომლის გამოც შეიძლება უმრავლესობა დავტოვო’’,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი