logo_geo
„ბავშვებს მე-5, მე-6 კლასში უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო, რომ გაერთონ და მოილხინონ“
- +

26 დეკემბერი. 2016. 20:31


 

„შუა კლასებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რეპეტიტორები ჭირდებათ V-VI კლასელებს რაც არის წარმოუდგენელი და XI-XII კლასში აღარაფერი აღარ აქვთ საქმე, რაც პირიქით უნდა იყოს",- ამის შესახებ მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პალიტრასთან"  მიცემულ ინტერვიუში განაცხდა. ჯეჯელავას განცხადებით, მე-5, მე-6 კლასელებს უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო იმისთვის, რომ გაერთონ და ცხოვრებისგან ისწავლონ, ხოლო მე-11, მე-12 კლასელებს უნდა ჰოქნდეთ მეტი დატვირთვა.


„კლასში მოსწავლეების რაოდენობაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს. ეს მნიშვნელოვანი პრობლემები უკავშირდება, მაგალითად სასწავლო პროგრამების ჩამორჩენას რეალური მოთხოვნებისგან. შუა კლასებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რეპეტიტორები ჭირდებათ V-VI კლასელებს რაც არის წარმოუდგენელი და XI-XII კლასში აღარაფერი აღარ აქვთ საქმე, რაც პირიქით უნდა იყოს.

 

ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს გაერთოს, მოილხინოს, ცხოვრებისგან ისწავლოს და მეგობრებისგან ისწავლოს ბევრი რამე. მაღალ კლასებსში უნდა იყოს აქცენტი აკადემიურ მოსწრებაზე.  ჯერ-ჯერობით გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი