logo_geo
Facebook ფასიანი ხდება – მორიგი დეზინფორმაცია
- +

16 აპრილი. 2018. 00:47

 

2 დღეა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქსელის მოხმარება ფასიანი ხდება. ინფორმაციის მიხედვით, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი, რომელიც მსგავსი შინაარსის შეტყობინებას იღებს, ამ შეტყობინებას თავის 18 მეგობარს გაუგზავნის.

 

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად მომხმარებლების მოტყუებას ისახავს.

 

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციამ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვაენოვან მომხმარებლებამდე მიაღწია. ზოგმა ქართველმა მომხმარებელმა ტექსტი ქართულ ენაზე მიიღო. გასაკვირი არაა, რომ ტექსტი გაუმართავი და შეცდომებით სავსე იყო (რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ Google Translate-ს, ქართულად თარგმნის კუთხით, წინ ბევრი სამუშაო აქვს).

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი