როგორ დავიცვათ სკოლებში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები. ამის შესახებ რეკომენდაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გასცემს.
უწყების განმარტებით, ყველას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვებსაც. თუმცა, მათ, ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი უფლებების დაცვა ხშირად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაზე მათმა მშობლებმა უნდა იზრუნონ.
სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დღის დიდ ნაწილს ატარებს და მის შესახებ ბევრი მონაცემი ინახება. მშობელმა უნდა იცოდეს, რა არის მისი შვილის პერსონალური მონაცემები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ მონაცემების უკანონოდ გამოყენებას.
რა არის თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები?
ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:
ზოგადი ინფორმაცია თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის შესახებ
რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს?
ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა?
სად ცხოვრობს?
ვისთან მეგობრობს?
როგორია მისი ყოფაქცევა?
ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო განრიგის შესახებ
რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები?
როდის აქვს შესვენება?
რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას?
რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
ინფორმაცია თქვენი შვილის ინტერესების შესახებ
რას აკეთებს შესვენებაზე?
რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას?
დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?
თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება
რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში?
ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?
ფოტო და ვიდეო მასალა თქვენი შვილის გამოსახულებით
პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც სკოლაში ინახება ან სკოლამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.
ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული?
აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?
ინფორმაცია თქვენი შვილის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
თქვენი შვილის რელიგიური შეხედულებები
თქვენი შვილის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი იმ უფლებებზეც წერს, რომელიც მოსწავლის მშობლებს აქვთ.