logo_geo
„მარტო ჩემი შვილი კი არა, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული“ - ბარნოვზე მოკლული გოგონას დედა
- +

16 აპრილი. 2018. 16:58

 

 

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა ნათია გობაძე „კურიერთან“ ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე საკუთარ შვილებზეც ხშირად ძალადობდა.

 

„რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია. ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია. თავისი გოგო, 6 თვის ფეხმძიმე, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული. მე იმის გამო გამისწორდა ფიზიკურად, რომ შერიგებაზე უარს ვეუბნებოდი. მეუბნებოდა - ან ჩემს გვერდით იქნები, ან უნდა მოგკლა. ჩემს გვერდით თუ არ იქნები, მიწაში უნდა იყოო“, - განაცხადა გობაძემ.

 

მისი თქმით, მის ყოფილ მეუღლეს მოკლულ თაკო გამრეკელაშვილთან ის პრობლემა ჰქონდა, რომ გოგონა მუდმივად მიუთითებდა დედას იმას, რომ მის მეუღლეს ის არ უყვარდა და მხოლოდ იყენებდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი