logo_geo
რას ამბობს სასტიკად მოკლული 25 წლის გოგოს მამა?
- +

17 აპრილი. 2018. 02:36

 

 

 

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

 

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მოკლული ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან იცოდა როგორ ექცეოდა მკვლელობაში ბრალდებული მის ყოფილ მეუღლეს და შვილებს.

 

„ვიცოდი, როგორც ექცეოდა ჩემს ყოფილ მეუღლეს, საერთოდ ვიცოდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო მათი ერთად ყოფნა. ისიც ვიცოდი, რომ ბავშვები ძალიან განიცდიდნენ ამ მდგომარეობას. ჩემთანაც საუბრობდნენ ამის შესახებ შვილები, მაგრამ ასეთი აზრი ჰქონდა, ჩემს შვილს, რომელიც მოკლეს, - „მამა, მე ან შევაკვდები ამ საქმეს, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებ, იმიტომ, რომ დღეს თუ ხვალ მაინც მომიკლავს დედასო“, – განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი