logo_geo
ბარნოვზე მოკლული გოგოს მამა: ის კაცი ცოლების კოლექციას აგროვებდა და თავის ჭკუაზე მართავდა მათ
- +

18 აპრილი. 2018. 15:15

 

 

ბარნოვზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მამა ზვიად გამრეკელაშვილი შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მოითხოვს. ამის შესახებ გამრეკელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„ჩვენი, ოჯახის წევრებისა და ჩვენი ახლობლების მოთხოვნა არაა უბრალოდ გამწარებული ადამიანების მოთხოვნა და აკვიატება. ყველაზე გამართლებულია, მიესაჯოს უვადო პატიმრობა. ის რომ წლების შემდეგ გაათავისუფლონ, ისევ უნდა იაროს, იწანწალოს შეურაცხადმა ადამიანმა გარეთ და ისევ ვიღაც უნდა გაამწაროს. ცოფიანი ძაღლისგანაც თავს შორს იჭერენ და მკვლელ ადამიანს სამუდამო უნდა მიესაჯოს. ის კაცი უბრალოდ ცოლების კოლექციას აგროვებდა და თავის ჭკუაზე მართავდა მათ“, – განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

 

მოკლულის მამამ თაკო გამრეკელაშვილის ორ მცირეწლოვან შვილზე ისაუბრა, რომლებიც დედის მკვლელობას შეესწრნენ.

 

„ძალიან გვინდა, ვეკონტაქტოთ ბავშვებს, მაგრამ ვშიშობთ. ვფიქრობთ, მეტად დახვეწილია მათთან ფსიქოლოგების მუშაობა“, – განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი