logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: თინამ ბევრი რაღაც ვერ გააცნობიერა, მაგრამ ჩემს დაჭერას ხიდაშელს ნუ დააბრალებთ
- +

27 დეკემბერი. 2016. 23:23


 

 

„ის დაუფიქრებელი განცხადება, რომელიც კოდორის ხეობასთან დაკავშირებით გააკეთა და ჩემზე დარტყმას წარმოადგენდა, უხერხული და საზიანო თავად თინა ხიდაშელისთვის აღმოჩნდა",- ამის შესახებ საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს. ბათიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თინა ხიდაშელი მის დაკავებასთან არაფერ კავშირიში არაა.

 

„რომ მიჭერდნენ, მოდულ-ში შესვლისას ამაზე რეაქციაც მქონდა, მაგრამ თინამ ბევრი რაღაც ვერ გააცნობიერა - შეცდომაში იყო შეყვანილი, არასწორი წარმოდგენა ჰქონდა და ეს მისი მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო. სამაგიეროდ, მერე, მიტინგებზე ჩემს გათავისუფლებას თავგამოდებით მოითხოვდა.

 

ჩემს დაჭერას ხიდაშელს ნუ დააბრალებთ. ჩემი დაჭერის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო - ჩემზე თვალი ჰქონდა დადგმული და ამაზე ვწერდი კიდეც ანუ დაჭერას ველოდი",- განაცხადა ბათიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი