logo_geo
„ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გვაქვს, ვიდრე ობამას ადმინისტრაციასთან გვქონდა“
- +

28 დეკემბერი. 2016. 00:38


 


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში „ამერიკის ხმის" მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა. სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე აქვს, ვიდრე ბარაქ ობამას ადმინისტრაციასთან ჰქონდა.


„ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გვაქვს, ვიდრე ობამას ადმინისტრაციასთან გვქონდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ადმინისტრაციის უსაფრთხოების მდივანს ესაუბრა; თუ მანამდე ურთიერთობა თანაშემწესთან გვქონდა, დღეს მთავარ მრჩეველთან ვართ პირდაპირ კავშირზე; ჩვენი ელჩი ძალიან აქტიურია, რომელიც ახალ ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტზეა. ბოლო წლებში სტაბილურ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და აშშ-თან ძალიან კარგ, საინტერესო და პრაგმატულ შედეგებზე ორიენტირებულ ურთიერთობას ვაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი სეს

 

 

big_banner
არქივი