logo_geo
დავით კირკიტაძე აკაკი ბობოხიძეს: პრობლემა გაქვთ ხალხთან, მაგრამ მაგრები ხართ ოთახში!
- +

28 დეკემბერი. 2016. 00:39


 

 

„რატომ გგონიათ, რომ 7 ათასიანი ყრილობა პარტიის დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს. გადიხართ სადმე?" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რითაც პარტიის დაშლასთან დაკავშირებით აკაკი ბობოხიძის მიერ ამავე ეთერში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. გადაცემაში ბობოხიძის სატელეფონო ჩართვისას, ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თანაპარტიელები შეკამათდნენ.


აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ადამიანებისთვის ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.


„რატომ უნდა დავიშალოთ? რატომ გგონიათ, რომ 7 ათასიანი ყრილობა მიიღებს პარტიის დაშლის გადაწყვეტილებას. გადიხართ სადმე?", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.


თავის მხრივ, აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ინიციატორები იურიდიული პრობლემების წინაშე არიან, კერძოდ არაა გაწერილი, როგორ უნდა ჩატარდეს კონფერენციები დელეგატების შესარჩევად და ვინ იწვევს ამ კონფერენციებს. დავით კირკიტაძემ თანაგუნდელს, გარკვეული ადამიანების გამოყოფა შესთავაზა პოლიტსაბჭოს იმ ჯგუფიდან, ვინც არ ეთანხმებოდა 7 ათას კაციანი ყრილობის ჩატარებას. ამ ინიციატივას ბობოხიძემ დემაგოგია უწოდა.


„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, უნდა გავაკეთოთ მიკროფონები, უნდა მოვიტანოთ პარტიული ხმები. თქვენ კი უნდა იჯდეთ პარლამენტში, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და თქვენს მეგობრებს მანქანები და ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივმა უნდა ვიშრომოთ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სხვა. კეთილი ინებეთ, გამოყავით ადამიანები და გავაკეთოთ, მითხარით რამდენ ხმას აიღებდით მიშა სააკაშვილის გარეშე მითხარით ერთი. პრობლემა გაქვთ აქტივისტებთან, პრობლემა გაქვს ხალხთან, მაგრები ხართ ოთახში", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.


 

big_banner
არქივი