logo_geo
ლალი მოროშკინა: თითქოს მშვიდობაა, მაგრამ რეალურად მიდის ბრძოლა და ტვინის გამორეცხვის ტაქტიკა!
- +

20 აპრილი. 2018. 00:19

 

 

„აი, ახლა კარგად მომისმინეთ, გენეტიკურო ხლამებო!!! ამ საჯიშე ბიჭებს რომ დაერიეთ, და თქვენი არშემდგარი ცხოვრების „გაპრავებას“ რომ ცდილობთ, სადაური წესია? აქაური ხო? ყველა კაცს რომ გამოვკიდებოდი, ვისაც კომპლიმენტი უთქვამს, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელი ნაწილი გარეთ აღარ დარჩებოდა! საქმეც მაგაშია, რომ თქვენ „უკომპლიმენტობისთვის“ სჯით ბიჭებს! თქვენს მოძონძილ სულზე და სხეულზე იგნორის გამო! მეც მყავს ოჯახში მამაკაცები და გაფრთხილებთ! გაბედეთ და უჩივლეთ!!! აი, მერე ჩემი ხელით გაგიფართოვებთ შევიწროვებულს, ხომ კარგად გახსოვთ მე, თქვენგან განსხვავებით, შოკოლადზე, ხიზილალაზე გაზრდილს არც ციხის კარის მეშინია და არც მავანთა ქირქილის!“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ქალების შევიწროებაზე დაწყებულ ისტერიულ კამპანიას კრიზისმენეჯერი, პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა. რას უკავშირებს და რატომ ფიქრობს, რომ მაღალი ცნობადობისა და რეპუტაციის მქონე პირების მიმართ დაწყებული დევნა კამპანიური ხასიათისაა, რისთვისაა საჭირო დღეს ამ თემის პოპულიზება? „ალია“ ლალი მოროშკინას ესაუბრა:

 

„მე ვფიქრობ, რომ ახლა გვაქვს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიტუაციასთან საქმე, ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ ქვეყანა. როგორც გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ანუ ხდება მსოფლიოს ახალი გადანაწილება. ამ ახალ გადანაწილებაში იმისდა მიხედვით, როგორ გადაინაწილებენ ნავთობს რუსები და ამერიკელები, როგორ გადანაწილდება მათი ინტერესთა სფერო, ჩვენ გავდივართ ზუსტად შუა ზღვარზე. საქართველო მუდმივად ნარკოკორიდორი იყო და აქედან გამომდინარე, ვიღებდით პროცენტებს. ჩუმად და წყნარად ვატარებდით ამერიკაში მიმავალ ავღანულ წამალს, შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალი არაა, რომ მსოფლიოს მართავს იარაღი, ნარკოტიკი და ნავთობი და ზუსტად ამ პროცესში ვიმყოფებით. და ზუსტად იმიტომ, რომ არ მოხდეს მოსახლეობის აზრიანი ნაწილის დაფიქრება იმ თემაზე, რა საშიშროების წინ ვდგავართ, შემოგდებულია აბსურდული თემების გაპიარება.

 

ხალხო, ჩვენ უკან დაგვრჩება ახლახან დაკარგული კოდორიც და ახალგორიც, რეალურად რუსეთის მთავარი სტრატეგიული გეგმა არის ტრასასთან ახლოს მოწევა, ხოლო ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ის,  რომ ის ნარკოკორიდორი არ დაიხუროს, რომელიც არსებობს და სხვადასხვა მისიების საშუალებებით მიდის ამ წამლის წინ და უკან საქართველოზე გატარება. ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული. იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების გამოფიტვა, დაიყო რამდენიმე საგრანტო ფონდი თემებად: ქალთა ძალადობა, სექსუალურ ორიენტაციასთან მიმართებაში დაწყებული თემები, იგივე ტრანსგენდერული ამბები, რომელიც რეალურად შეადგენს სრული მოსახლეობის რაღაცა 0,5 პროცენტს და არ არის ისეთი აქტუალური.  მე ვფიქრობ, ქართველები იმაზე მეტად შემწყნარებლები არიან, ვიდრე მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი სხვა ადამიანი, იმიტომ, რომ ოდითგანვე მოსდგამთ ეს ტოლერანტობა და საუკუნოვანია ეს ჩვენი ტოლერანტული გრძნობები. სინამდვილეში კი ვინც ამ თემებით სპეკულირებს, დაფინანსებულია, რადგან აუცილებლად უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა და გაქარწყლება ისეთ არაფრისმომცემ ამბებზე, როგორიც არის ეს ძალად ატეხილი ამბავი. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში არ არსებობს ძალადობა ქალებზე, პირიქით, ვამბობ, რომ არსებობს და ერთ-ერთი პირველი ვიყავი ჩემი არასამთავრობოთი, რომელიც ვაპროტესტებდი. აქ არის ლაპარაკი აი, ამ ფორმებზე, გამოგონილ ტერმინზე „შევიწროება“, თორემ ძალადობა იყო, არის და იქნება, სანამ ჩვენ ხმას არ ავიმაღლებთ, ეს უნდა გავმიჯნოთ. ეს ორი ცნება არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვანაირი თემა, „შევიწროება“ არის ძალიან კარგად ტერმინი, მოფიქრებული იმისთვის, რომ ის ჩინოვნიკი, რომელიც არ გაწყობს იმ მომენტისთვის, მარტივად მოიშორო სამსახურიდან. როგორც იყო უგრეხელიძის შემთხვევაში. თავმოყვარე ბიჭია და ეს ყველაფერი ვერ აიტანა და თავისით წავიდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზუსტადაც უნდა დაბრუნდეს და გააგრძელოს მუშაობა. „ტვინის გამორეცხვა“ არის ძალიან ცნობილი ტერმინი, ჩვენს ქვეყანაზე მუდმივად ხდება ასეთი სახის ტერორი, ესეც გარკვეული გაგებით ტერორია, როდესაც შენ მოსახლეობის უგუნურ ნაწილს შთააგონებ, რომ რაღაცა ხდება მათ თავს, ამ დროს დამალო ძალიან სერიოზული და სენსიტიური თემა, ამას პოლიტიკურ პიარში ჰქვია „ვამპირის სახე“, როდესაც თითქოს ადამიანს ხელს უშლის რაღაცა ამბავი და სინამდვილეში ძალიან დიდ კატასტროფას თვალწინ ვერ ხედავს. ზუსტად აი, ამ ვამპირის სახეზე გვაქვს საუბარი და ზუსტად ამ პროცესს გავდივართ და ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზეა, მე უბრალოდ მაქვს იმის იმედი, რომ გონიერ ნაწილს ეყოფა იმის მოთმინება, არ აჰყვეს შემოგდებულ პროვოკაციას, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია, რუსეთი ილესავს კბილებს, გამოვიდეს ტრასასთან ახლოს ახალგორიდან და შემდეგი ტერიტორია, რომელიც დაიკარგება, ეს იქნება ტრასა და ნატახტარი და ამას გააკეთებს ის ფლანგი, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს და განცხადებებს აკეთებს. იმის მაგივრად ჭკუა გვეყოს და ჭკვიანურად, დიპლომატიურად გამოვძვრეთ აქედან და არ ავყვეთ პატარ-პატარა რაღაცებს და მთელი ერი ამაზე ფიქრობდეს, მოხდა ერის გახლეჩა სხვადასხვა უვიც თემებზე, რადგან საზოგადოების უვიცმა ნაწილმა ეს თემა გახადა პოპულარული.

 

იმიტომაც ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე გამოგონილი თემაა, ვამპირის სახეა, ანუ ჩვენ გადავიტანოთ ყურადღება იმაზე, რაც რეალურად არ არსებობს ბუნებაში და გამოგვრჩეს სერიოზული თემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შევიწროებაც უკან დაგვრჩება და კიდევ 20 პროცენტს დავკარგავთ ტერიტორიის, ესეც კარგ შემთხვევაში. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რასაც ჩვენ გვთავაზობენ ჩვენი მტრები და კარგად ვიფიქროთ, ვინ არის დღეს საქართველოს მტერი, პირველ რიგში „ნაცმოძრაობიდან“ დაწყებული, რომელიც არ გაჩერდა არასდროს და ეს არის ზუსტად. არ დამთავრებულა ომი, ის ცნობილი ფრაზა „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო“, თითქოს მშვიდობაა, მაგრამ რეალურად მიდის ბრძოლა და ტვინის გამორეცხვის ტაქტიკა.

 

მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მქონია ცხოვრებაში მომენტები, როცა ნამდვილად მქონია მოძალადესთან საქმე და იმ წუთშივე პოლიციაში მივსულვარ, მიმიმართავს. თუ რეალური ფაქტები არსებობს, რეალურ ფაქტებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ ახლა როცა ამას კამპანიის სახე აქვს, ეს არის დაუჯერებელი, თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე თვითონ გამიკეთებია კვლევა და ყოველი მესამე ქალი აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლია, იმ ბევრ რეგიონში, რომელშიც კვლევა ჩაგვიტარებია, საგანგაშო მდგომარეობაა და ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ, როცა კამპანიურ სახეს იღებს და მთელი საინფორმაციო საშუალებები ამას განუსაზღვრელ ეთერებს უთმობენ...

 

ჩვენ რეალურად ომის პირას ვართ პირდაპირ მიყვანილები, ამ დროს კი რაღაცა სისულელეებით ვართ დაკავებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანების განთავისუფლება ასეთი ნიშნით, როდესაც რეალურად ხელში არანაირი ბერკეტი არ გვიჭირავს, უზნეობად მიმაჩნია. სად გადის ზღვარი? საკუთარ მორალზე და საკუთარ ზნეობაზე. თუ ხედავ, რომ დაჩაგრეს, ნამდვილად უნდა იჩივლო, მაგრამ რაღაც ბერკეტი უნდა გქონდეს ხელთ და არა, უბრალოდ, რაღაცა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები“, - განაცხადა მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი