logo_geo
„იმ საბედისწერო დღეს ალეკოს დაბადების დღე იყო“ - მორიგ საზარელ ავტოავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ
- +

25 აპრილი. 2018. 00:07

 

 

ხარაგაულში მომხდარ ავტოკატასტროფას ორი 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, - შოთა ჭიპაშვილი და ალეკო ავალიშვილი BMW-ს მარკის ავტომანქანით ხევში გადაიჩეხნენ, ბიჭები ადგილზევე გარდაიცვალნენ. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ბიჭების თანასოფლელებმა გვითხრეს, შოთასა და ალეკოზე იმედს არა მხოლოდ მათი ოჯახები, არამედ ორი სოფელი ამყარებდა - ორივე ერთსა და იმავე კლასში სწავლობდა და ერთ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭები მცირე ასაკის მიუხედავად, ბევრ ზრდასრულზე მეტი ღირსებით ცხოვრობდნენ. შოთას საოცრად უყვარდა თავისი კუთხის ბუნება და გამუდმებით ამ ბუნებაში ტრიალებდა - აქაურებს არაერთხელ დაუნახავთ ტყის დასასუფთავებლად გამოსული...  განუყრელი მეგობრები იყვნენ, სადაც შოთა იყო, იქ იყო ალეკოც.

 

საბედისწერო დღეზე გარდაცვლილების ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრა: 

 

- იმ საბედისწერო დღეს ალეკოს დააბადების დღე იყო - 17 წლის გახდა. საოცარი ბიჭი იყო, მშობლების და მეგობრების მოსიყვარულე. ასე რომ მისი სამეგობროცა და ოჯახიც ამ დღეს დიდი ამბით ელოდა. ალეკოს დამ და მშობლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ბიჭს ეს დღე დამახსოვრებოდა. ალეკოს და უცხოეთშია წასული და დაბადების დღის ფული მან გამოუგზავნა.

 

დაბადების დღეზე, რასაკვირველია, შოთიკოც იყო  - ეს ორი ერთმანეთს გვერდიდან არასოდეს სცილდებოდა.

 

-  მანქანა ვისი იყო? დაბადების დღის აღსანიშნავად ბიჭები ალბათ ალკოჰოლურ სასმელსაც დალევდნენ...

 

- მანქანა ალეკოს მამის იყო. არ ვიცი, ბიჭი ნასვამი იყო თუ არა, მაგრამ თავდაპირველად მანქანაში მარტო შოთიკო და ალეკო არ ისხდნენ. დაბადების დღეზე მყოფი ბავშვები ალეკომ წაიყვანა სახლებში, სავსე იყო მაქანა თურმე. როცა ყველას დარიგებას მორჩნენ და მანქანაში მხოლოდ შოთა და ალეკო დარჩნენ, ამ დროს არის გადავარდნილი ხევში მანქანა. ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, შეიძლება საჭე ვერ დაიმორჩილა...

 

რომ არ გამოჩნდნენ, ბიჭების ძებნა უკვე 12 საათიდან დაიწყეს, ხევში ღამის სამ საათზე ჩავიდნენ და ეს წარმოუდგენელი უბედურება ნახეს…

 

საუბედუროდ, არავის დაუნახავს მანქანის გადავარდნა, არც დაჯახების ხმა ყოფილა...  შოთა, ეს 17 წლის ბიჭი კარგა ხნის, ზრდასრული კაცივით იყო, - მარტო თავის სამ და-ძმას კი არ პატრონობდა, არამედ ყველას, ვინც საპატრონო იყო. ასეთივე იყო ალეკოც...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი