logo_geo
ვასილ ბესელია: ასეთი არაფერი მინახავს, ასეთი არაფერი გამიგია!
- +

25 აპრილი. 2018. 20:00

 

 

„მე რას ვაპირებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რას აპირებს სენაკის მერი, სადამდე მივა ეს ყველაფერი?!“, - ამის შესახებ პოეტმა ვასილ ბესელიამ სტუდია „თრიალეთის“ ეთერში განაცხადა.

 

„ტყვიას ვერავის ვესვრი, ამ ქვეყანას მე ვერ გავასწორებ. ერთადერთი, რაც შემიძლია არის ის, რომ ვილაპარაკო. აკაკი წერეთელი ამბობდა - „გარემოების საყვირი ვარო“, მე ვარ გარემოების საყვირი. მე ვყვირი რომ ეს ასე ხდება. კანონს მე ვერ შევცვლი, ვერავის ვერაფერს ვუბრძანებ, ჩემი საქმე არის ვთქვა და წარმოვაჩინო პრობლემა. ხელოვნების საქმე არის წარმოაჩინოს მანკიერი მხარე.

 

როდესაც სენაკის მერმა მითხრა, რომ ჩემს ადგილს ვერ ხედავდა კულტურის სფეროში, მას ასევე შეეძლო ეთქვა, რომ ჩემს ადგილს ვერ ხედავს საერთოდ სენაკში! მე სენაკის საპატიო მოქალაქე ვარ, ხალხმა ამირჩია! მას შეუძლია თქვას, რომ ჩემს ადგილს საერთოდ მზის გულზე ვერ ხედავს! მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა, რატომ ვერ ხედავს, ბრმა არის? ასეთი არაფერი მინახავს, ასეთი არაფერი გამიგია! ეს კაცი მოხვედრილია იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. რას აკეთებს, წარმოდგენა არ აქვს!“ - განაცხადა ვასილ ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პოეტი ვასილ ბესელია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

big_banner
არქივი