logo_geo
დოდო აფრასიძე: სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი
- +

26 აპრილი. 2018. 11:32

 

2004 წელს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ დოდო აფრასიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი.

 

„სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი. თუ რამეს როშავს, ყველაფერი არის თვითონ. რცხვენოდეს მას, ასეთ ტყუილებს რომ ლაპარაკობს. ვინ დაგვიყაჩაღებია, საერთოდ სვანეთში არ იყვნენ ჩემი ბიჭები, ლტოლვილებს ჩემი მეუღლე რომ ეხმარებოდა. ჩავიდნენ და ნახონ, ჰკითხონ ხალხს, რამე ცუდი თუ გაგვიკეთებია ვინმესთვის. რას ლაპარაკობს, თვითონ არ იცის ამ არაადამიანმა. კუბდარების საჭმელად მოდიოდა იქ“, – განაცხადა აფრასიძემ.

 

გია ბარამიძის თქმით, აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სვანეთი გათავისუფლდა და აყვავდა. მისი თქმით, მოსახლეობა დატერორებული იყო და ადამიანებს აფრასიძეების ნებართვის გარეშე სვანეთში სტუმარიც კი ვერ აჰყავდათ.

 

 

big_banner
არქივი