logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის კოშმარია! შავი ხუთშაბათი კიდევ ერთხელ გაუთენდათ!
- +

27 აპრილი. 2018. 03:20

 

 

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაცხადდა, ქართული ოპოზიციური სპექტრის ძლივს შერჩენილი ღირსებისა და კვალიფიკაციის ხელში დნობას ვაკვირდებით, რაც ძალიან საბრალო საყურებელია“, – ამის შესახებ მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ადამიანები, რომლებსაც რაღაც ტიპის კვალიფიკაცია და ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეთ, პრაქტიკულად, არლეკინოებად იქცნენ. ეს ღირსების დაკარგვის, უღირსობისა და აბსოლუტური ცვედანობის დემონსტრირების მარათონი იყო, რაც არც ერთი წუთით არ მიხარია. ცალკე პრობლემაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი კოშმარია, შავი ხუთშაბათი კიდევ ერთხელ გაუთენდათ და თურმე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოპოზიცია მისი ამონასუნთქი ნახშირორჟანგით სუნთქავდა.

 

ოპოზიციური სპექტრი დღეს მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, მაგრამ როგორც აქამდე აცხადებდნენ, ის არც არსად წასულა. თუ არ წასულა, რანაირად დაბრუნდა?!“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი