logo_geo
ინგა გრიგოლია გიგი უგულავას: „შარდენი“ სჯობდა თუ ახლა ბოსტანში რომ ზიხართ?
- +

27 აპრილი. 2018. 15:33

 

 

„უცნაურ ფონზე გხედავთ, არ ვიცი, უკან ბოსტანია თუ ვენახი, თბილისის მერობა სჯობდა, „შარდენი“ ან განათებული ხიდი თქვენთვის პოლიტიკოსის როლში თუ, ახლა ბოსტანში რომ ზიხართ?“, – ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ვანსა და ხონში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავას გადაცემაში „რეაქცია“.

 

უგულავამ განაცხადა, რომ მისთვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

 

„ბუნებრივია, თბილისი ჩემთვის ყველაფერია, 10 წელი თითქმის თბილისის მერი ვიყავი, თბილისელებმა უნდა განსაჯონ, მე კარგი მერი ვიყავი თუ ცუდი, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების ეს ეტაპი უკვე დასრულებულია. ვარ ბედნიერი, უამრავი საინტერესო ადამიანი ვიხილე, ბევრ რამეზე თვალი ამეხილა და სხვანაირად ვუყურებ, აქ შესაძლებლობაა, რეალური ცხოვრება ვნახო, ცხოვრება, რომელსაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსახიობებიც გავურბივართ, არადა, ეს ცხოვრება აქ არის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

big_banner
არქივი