logo_geo
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გადაწყვეტილება ცალსახად მიღებულია“
- +

28 დეკემბერი. 2016. 23:11



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „პალიტრა ნიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გადაწყვეტილება ცალსახად მიღებულია. მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე მომავალი წლის დასაწყისში, ვიზალიბერალიზაცია რეალობა გახდება.


„ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ადევნებდნენ თვალს ყველა იმ პროცედურას, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებში მიმდინარეობდა. დარჩენილია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვფიქრობთ, რომ არანაირი ბარიერი და წინაღობა არ იქნება, რაც გამოხატულია ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. ცალსახად, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებულია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე მომავალი წლის დასაწყისში, ვიზალიბერალიზაცია რეალობა გახდება", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

big_banner
არქივი