logo_geo
„მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და მომავალშიც ასე გაგრძელდება“
- +

28 დეკემბერი. 2016. 23:32


 

„მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ძალიან აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მთავარი" განაცხადა, გასული ერთი თვის განმავლობაში, ახლად არჩეულ პარლამენტს ქონდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.


„მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ძალიან აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თქვენ იცით, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი შეუდგა მუშაობას, ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საპარლამენტო ფორმატში, სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან სიღრმისეული განხილვები, დისკუსიები შეეხებოდა, როგორც ზოგადად ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ასევე, ლარის კურსს, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ეკონომიკასთან და საფინანსო სექტორთან. ასეთი თანამშრომლობა ეკონომიკურ გუნდთან კიდევ გაგრძელდება. საუბარი იყო უმცირესობის ფორმატში კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით რამდენადაც  ვიცი, ითქვა პოზიცია ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მხრიდან. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორი",-აღნიშნა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი