logo_geo
„უახლოეს მომავალში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი სათანადო შედეგით დასრულდება“
- +

29 დეკემბერი. 2016. 00:30



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკასთან და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "მთავარში" ისაუბრა. როგორც კობახიძემ განაცხადა,  აღნიშნული ორი საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი უახლოეს მომავალში. მისი თქმით, მმართველ გუნდს უკვე აქვს გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბებული და თანხმდება, რომ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონპროექტზე მუშაობა.


„ამაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად, განსაკუთრებით - იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ასევე, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში სათანადო შედეგით დასრულდება ეს პროცესი. როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ ეს „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის" კანონპროექტები, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა, ჯერ-ჯერობით არ ვიცით; ეს არის სამუშაო პროცესი და განიხილება ჯერ-ჯერობით ეს საკითხები. იმედი მაქვს, რომ ძალიან ფართო კონსესუსის საფუძველზე გადაიხედება ჩვენი სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა",- განაცხადა კობახიძემ.



 

big_banner
არქივი